
საქართველოს პირველობა სათხილამურო სპორტში
2010-01-24

9-10, 23-24 იანვარს ბაკურიანში ჩატარდა სათხილამურო სპორტში საქართველოს პირველობის 1-ლი და მე-2 ეტაპები. ამავე პირველობის დანარჩენი 5 ეტაპი ბაკურიანსა და გუდაურში თებერვლიდან აპრილამდე გაიმართება. პირველობის ორგანიზატორია საქართველოს სათხილამურო სპორტის ფედერაცია.
შეჯიბრი გოგონებისა და ვაჟების 3 სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს (1994 წელს და უფრო ადრე დაბადებულებს, 1995-1996 წლებსა და 1997-1998 წლებში დაბადებულებს ) შორის გაიმართა.
ბაკურიანში ჩატარებული პირველობის 1-ლი და მე-2 ეტაპების შედეგებს მომდევნო ახალ ამბებში იხილავთ.
იხილეთ ყველა



