
დიდველის ახალი მშენებლობები
2009-10-17



ახალი სათრეველა (ბუგელი) და სპორტული ტრასა
წლევანდელ სეზონს ბაკურიანი კვლავ სიახლეებით ხვდება: დიდველის ტრასის ზედა სადგურთან, საყველოს მთაზე, სკამებიანი საბაგირო გზის გვერდით, დამონტაჟდა ახალი სათრეველა (ბუგელი).
მის ახლოს, უკვე არსებული სპორტული ტრასის გვერდით, ახალი, კილომეტრნახევრიანი სპორტული ტრასა გაიხსნება.
ფუნიკულიორის ტრამვაი
დიდველის თავზე, სპორტული ტრასების ზედა სადგურიდან საყველოს მთის მწვერვალამდე - 2543-დან 2683 მეტრის სიმაღლემდე - დამონტაჟდა ფუნიკულიორის ახალი ტრამვაი, რომელიც ერთდროულად 40 ადამიანს მოემსახურება.
აქ ასულებს თრიალეთისა და კავკასიონის ქედების ულამაზესი ხედები ელოდებიან.
ფრი-სტაილის მოყვარული პროფესიონალი მოთხილამურეები, შესაძლოა, მწვერვალიდან გაუკვალავ თოვლში დაეშვან კიდეც.
ახალი კაფე საყველოს მთაზე
დიდველის ქვემოთა ტრასების ზედა სადგურთან, 2160 მეტრის სიმაღლეზე, გაიხსნება კაფე, რომლის აივნიდან და უზარმაზარი ფანჯრებიდან ბაკურიანისა და კავკასიონის მწვერვალების შესანიშნავი ხედები იშლება.




