სასტუმრო

ბაკურიანის სახლი

სასტუმრო
მდებარეობა: ბაკურიანი
მისამართი: დავით აღმაშენებლის 88ა
მომსახურება: საბავშვო ატრაქციონები, TV, პარკირება, საუნა,

ტელეფონი: 551070033.

ელ-ფოსტა: info@bakurianihouse.ge.

www.bakurianihouse.ge 

 

 

 

 

 

 

 


















საოჯახო სასტუმრო „ბაკურიანის სახლი“ კურორტ ბაკურიანში, ზღვის დონიდან 1700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს აღმაშენებლის ქუჩაზე, ცენტრალური გზის პირზე „დიდველის“ და ტატრა-პომას თანამედროვე სამთო-სათხილამურო ტრასების გზაჯვარედინთან.

აღწერილობა

სასტუმრო 4-სართულიანია. 1-ლი სართულზე განთავსებულია - საკონფერენციო დარბაზი, საუნა, ბილიარდი, ბარი,სათხილამურე აღჭურვილობის შესანახი დაცული საკნები და სასადილო ოთახი 50 ადამიანზე; მე-2 სართული - ჰოლი,ბავშვებისთვის გასართობი ოთახი და 3 ნომერი; მე-3 და მე-4 სართულები - 1 და 2 ოთახიანი ნომრები „კოხტა გორას“ და „დიდველის“ ხედით. ამასთანავე, თქვენ გელით კეთილმოწყობილი ეზო, სამწვადე და პარკინგის ზონა.

მომსახურება
სასტუმროს მიმღები მის კლიენტებს 24 საათის განმვალობაში ემსახურება, კვება 3-ჯერადი (ბავშვებისთვის ინდივიდუალური კვება), ნომრების დალაგება. ასევე, უფასო ყავა, ჩაი დამსვენებლებისთვისცხელი წყალი-24 საათი, ცენტრალური გათბობა, ოთახებში ჰაერის ტემპერატურის რეგულირების საშუალებით.

სასტუმრო გთავაზობთ ტრანსფერს აეროპორტიდან (თბილისი, ქუთაისი) და ექსკურსიებს ისტორიულ ადგილებში. 

ოთახები

ოთახები გაწყობილია ერთ და ორადგილიანი საწოლებით, სველი წერტილით, LCD ტელევიზორით, უკაბელო ინტერნეტით, მაცივრით, ჰიგიენური საშუალებებით, თმის საშრობითა და მინიბარით.

საოჯახო სასტუმრო ბაკურიანის სახლი“ ბაკურიანის სარკინიგზო სადგურიდან 2 კმ-ის დაშორებაზეა განთავსებული, ბაკურიანის პარკს 1 კმ აშორებს, 25–იანების სასრიალო ტრასას – 1,2 კმ, დიდველის სასრიალო ტრასა – 2,5 კმ, ხოლოკოხტა გორას სასრიალო ტრასა – 3,5 კმ. ასევე აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ციხისჯვარის ბუნებრივ წყაროებს სულ 9 კმ. აშორებს, მე-11 საუკუნის მონასტერ ტიმოტესუბანს - 19 კმ, ტაბაწყურის ტბას - 26 კმ.

მყუდრო გარემო, ხით მოპირკეთებული ინტერიერი, ბუხარი და სასტუმროს ბიბლიოთეკა, ასევე კეთილგანწყობილი პერსონალი თქვენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის.

ლარი
ლარი
ლარი
ლარი

პარტნიორები